სასწავლო პროექტი


1 .პროექტის სახელწოდება: მწერები   


     
2. პროექტის მთავარი იდეა : გაარჩიოს მოსწავლეებმა ერთმანეთისგან მავნე და სასარგებლო მწერები 


   
3 .პროექტის აქტუალობა : მოსწავლეები გაეცნობიან და გაიგებენ მწერების ზრდა განვითარებას, გამრავლებას. შეძლებენ მწერების ამოცნობას და მათი დამახასიათებელი ნიშან თვისების განსხვავებას. რომ მწერებს აქვთ ექვსი ფეხი.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ თვისობრივი, რაოდენობრივი და ვიზუალური მასალის შეგროვება, ინტერპრეტაცია და ანალიზი მოცემულ თემასთან დაკავშირებით. მოაწესრიგონ და წარადგინონ მათ მიერ შეგროვებული ინფორმაცია.
აღნიშნული თემის დამუშავება ისტ–ის გამოყენებით და ელექტრონული პრეზენტაციის მოწყობა.

5. მონაწილეთა ასაკი : 6, 7, 8 წელი.

6. ვადები/ხანგრძლივობა :  6 დღე

7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც  შეიძლება შეიქმნას :  მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ურთიერთთანამშრომლობის უნარი. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას. განიხილავენ პროექტის აქტუალურ საკითხებს. გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიების, აზრის დასაბუთების უნარ– ჩვევები. ჩამოუყალიბდებათ მზრუნველობითი დამოკიდებულება სასარგებლო ცოცხალი ორგანიზმების მიმართ.


8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  რვეული, საწერკალამი, ფორმატის ქაღალდი, ფერადი ფანქრები, ფერადი ფურცლები, წებო
    ტექნიკური მასალა : კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ფოტოაპარატი.

9. პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები :
I დღე.  I – აქტივობა. ვირჩევთ ბავშვებთან ერთად  პროექტის თემას.
II –აქტივობა. ვყოფ კლასს სამ  ჯგუფად და ვუნაწილებ დავალებებს:
I    ჯგუფს დაევალა, ამოიღონ ბუნების სახელმძღვანელოდან საჭირო ინფორმაცია მწერების შესახებ
II   ჯგუფმა ინტერნეტის მეშვეობით უნდა მოიძიონ მათთვის ნაცნობი მწერების სურათები შემდეგ კატეგორიებად: მავნე მწერები, სასარგებლო მწერები, მუშა მწერები და ლამაზი მწერები
    
III ჯგუფს ევალება ამ კატეგორიის მწერებზე ინფორმაციის შეგროვება, როგორ მრავლდებიან? რითი იკვებებიან? რა განმასხვავებელი ნიშან თვისება ახასიათებთ? როგორი შეფერილობისანი არიან?


V დღე   III  აქტივობა: ჯგუფები კლასისი წინაშე წარადგენენ შეგროვებულ ინფორმაციას, ფოტო მასალებს.
IV  აქტივობა: მოსწავლეები დაახარისხებენ წარმოდგენილ ინფორმაციებს და შეარჩევენ საჭირო მასალებს.
V აქტივობა: აღნიშნულ თემაზე ელექტრონული პრეზენტაციის მოწყობა.
VIე VI აქტივობა შთაბეჭდილების გაზიარება.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :
ქართული, მუსიკა , ხელოვნება
ბუნ. II.1. მოსწავლეს შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერა.
შედეგი თვალაჩინოა, თუ მოსწავლე :
  • თვალსაჩინოებაზე ამოიცნობსდა ასახელებს ორგანიზმის ძირითად ნაწილებს, გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის შესახებ;
  • თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს სხვადასხვა ორგანიზმის ერთნაირი ფუნქციის მქონე ნაწილებს (მაგ: ფეხი, ფრთა, ფარფლი, –მოძრაობა,ყნოსვა)
  • აგროვებს მასალას (მაგ: ჰერბარიუმი, ჟურნალ–გაზეთების ილუსტრაციები ), ავლენს მცენარეებისა და ცხოველების ორგანიზმის ძირითადი ნაწილების მრავალფეროვნებას და აკეთებს კოლაჟს.
11. პროექტის ხელმძღვანელი: სოფიო ხინთიბიძე

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა : sofioxintibidze@gmail.com